მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 20.09.2026
1. რას გთავაზობთ
Tetri არის Odoo-ზე აგებული ბიზნესის მართვის სისტემა ქართული ლოკალიზაციით (ბუღალტერია, RS.ge-სთან ინტეგრაცია, გაყიდვები, საწყობი და სხვ.), რომელსაც შპს იარპი სოლუშენსი გაწვდით სააბონენტო მომსახურების სახით. სისტემა განთავსებულია ჩვენ მიერ მართულ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე.
რას არ მოიცავს ეს პირობები. თეთრის აბონემენტი მოიცავს მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, მის დანერგვას, ჰოსტინგს, განახლებებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების გაწევა წინამდებარე პირობებში არ შედის — მას პარტნიორი საბუღალტრო კომპანია ახორციელებს თქვენთან ცალკე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, ამ მომსახურების მოცულობაზე, ფასსა და პასუხისმგებლობაზე მოქმედებს ის ხელშეკრულება, და არა წინამდებარე დოკუმენტი.
2. მიწოდება და აქტივაცია
მომსახურება ციფრულია — ფიზიკური მიწოდება არ ხდება. გადახდის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში თქვენი გარემო აქტიურდება და ელფოსტაზე იღებთ სისტემის მისამართსა და წვდომის მონაცემებს. მიმდინარე აბონემენტის გაგრძელებისას წვდომა უწყვეტია.
დანერგვა, მონაცემების მიგრაცია და სწავლება ცალკე, ერთჯერადი მომსახურებაა; მისი მოცულობა და ვადა თქვენს კომერციულ პირობებში განისაზღვრება და ონლაინ გადახდით არ იყიდება.
3. აბონემენტი და ფასწარმოქმნა
- ძირითადი აბონემენტი მოიცავს ერთ კომპანიას (ერთ ბაზას).
- დამატებით ირიცხება: დამატებითი კომპანია და მომხმარებლის ლიცენზია — მოქმედი ტარიფების მიხედვით.
- ცალკე შეიძლება შეთანხმდეს ერთჯერადი დანერგვისა და სწავლების მომსახურება.
- მოქმედი ტარიფები მითითებულია თქვენს კომერციულ პირობებში.
4. ხელშეკრულება
მომსახურებას აწესრიგებს თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულება (ძირითადი პირობები, SLA, მონაცემთა დამუშავების შეთანხმება და კომერციული პირობები). წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ორენოვანია; უპირატესია ქართული ტექსტი.
5. მხარეთა ვალდებულებები
- ჩვენ ვუზრუნველყოფთ სისტემის ხელმისაწვდომობას, განახლებებსა და მხარდაჭერას SLA-ის შესაბამისად.
- თქვენ პასუხისმგებელი ხართ საკუთარ მონაცემებზე, მომხმარებლების წვდომების მართვასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების (მათ შორის საგადასახადო ანგარიშგების) შესრულებაზე; სისტემა ამაში დამხმარე ინსტრუმენტია.
6. შეწყვეტა
აბონემენტის შეწყვეტა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს; მიმდინარე, წინასწარ გადახდილი პერიოდის ბოლომდე მომსახურება ძალაში რჩება. გადაუხდელობის გამო მომსახურების შეჩერების წესი აღწერილია გადახდის წესებში.