თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 20.09.2026
- ორმაგი ან მცდარი ჩამოჭრა. თანხა სრულად უბრუნდება იმავე ბარათს, საიდანაც გადახდა შესრულდა. მოგვმართეთ info@tetriapp.com-ზე და დაბრუნებას ჩვენ ვაინიცირებთ; ბარათზე ასახვის ვადა დამოკიდებულია გამომშვებ ბანკზე (ჩვეულებრივ 3–10 სამუშაო დღე).
- აბონემენტის შუა პერიოდში შეწყვეტა. წინასწარ გადახდილი მიმდინარე პერიოდის საფასური არ ბრუნდება — მომსახურება მიმდინარე პერიოდის ბოლომდე ძალაში რჩება.
- დანერგვა და სწავლება. ერთჯერადი მომსახურების საფასური ბრუნდება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ჯერ არ არის გაწეული.
- ბარათის ვერიფიკაცია. 1-ლარიანი ბლოკირება გადახდა არ არის — ის ავტომატურად უქმდება Flitt-ის მხრიდან.
- განხილვის ვადა. დაბრუნების მოთხოვნას განვიხილავთ 5 სამუშაო დღეში.
ხელშეკრულების პრიორიტეტი
დაბრუნების ყველა სხვა საკითხი, რომელიც ამ გვერდზე პირდაპირ არ არის მოცემული, რეგულირდება თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და კომერციული პირობებით. წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას.