← მთავარ გვერდზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 20.09.2026

1. ვინ ვართ

პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შპს იარპი სოლუშენსი (ს/ნ 404600678, თბილისი, ბ. კალანდაძის 15) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ

საკონტაქტოსახელი, კომპანია, ელფოსტა, ტელეფონი
ბილინგისინვოისები, გადახდების ისტორია, ბარათის ნიღბიანი ნომერი (მხოლოდ ბოლო 4 ციფრი) და გადახდის ტოკენი
ბიზნეს-მონაცემებისისტემაში თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემები — მუშავდება მხოლოდ თქვენი დავალებით, მონაცემთა დამუშავების შეთანხმების (DPA) ფარგლებში

ბარათის სრული ნომერი და CVV ჩვენთან არასოდეს ინახება — მას ამუშავებს მხოლოდ Flitt (PCI DSS Level 1).

3. რისთვის და ვის გადაეცემა

მონაცემებს ვიყენებთ მომსახურების გასაწევად, ბილინგისთვის და კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად. გადაეცემა მხოლოდ: Flitt-ს (გადახდის დამუშავება), ჰოსტინგ-პროვაიდერს (მონაცემთა განთავსება) და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილ ორგანოებს. მესამე პირებზე მარკეტინგული მიზნით მონაცემები არ გადაიცემა.

4. ხელშეკრულება და DPA

თქვენ მიერ სისტემაში შეყვანილი მონაცემების დამუშავების დეტალური პირობები — ჩვენი, როგორც უფლებამოსილი პირის, ვალდებულებები, უსაფრთხოების ზომები, ქვე-დამმუშავებლები და მონაცემთა დაბრუნება/წაშლა მომსახურების დასრულებისას — რეგულირდება თქვენთან გაფორმებული მონაცემთა დამუშავების შეთანხმებით (DPA), რომელიც ხელშეკრულების პაკეტის ნაწილია. წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას.

5. შენახვის ვადა და თქვენი უფლებები

მონაცემებს ვინახავთ მომსახურების მოქმედების პერიოდში და კანონით დადგენილი ვადით (საბუღალტრო დოკუმენტები — მინიმუმ 6 წელი). გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გაცნობა, გასწორება ან წაშლა — მოგვწერეთ info@tetriapp.com-ზე.